გაეროს რეზოლუცია და მხარდამჭერი გზავნილები

რუსეთის გამაფრთხილებელი და მუქარის შემცველი გზავნილების ფონზე მოსკოვს საქართველოს მიმართ შესასრულებელ საერთაშორისო ვალდებულებებს ახსენებენ გაეროდან.

ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი უნდა დაუშვან. მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ხაზთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კიდევ უფრო დამძიმებული მდგომარეობა, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა, სამედიცინო სერვისებზე უარის გამო მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტები, ეთნიკური ქართველების დევნა და მკვლელობები, დაუსჯელობის წახალისება ის საკითხებია, რომელთა გამო რეზოლუციაში სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული. რეზოლუციის განხილვის დროს საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება გაკეთდა.