გაერო-ს მხარდაჭერა საქართველოს 

მხარდამჭერი სიგნალები გაერო-დან. აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე რუსეთს შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები ამჯერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე შეახსენეს.

რვა ქვეყნის სახელით გავრცელდა ერთობლივი მიმართვა, სადაც საქართველოს მიმართ მკაფიო და ურყევი მხარდაჭერაა ხაზგასმული. ცალ-ცალკე გაკეთებულ განცხადებებში გაჟღერდა რამდენიმე მოთხოვნა: მოსკოვს საქართველოდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ და ბოლო პერიოდში მზარდი პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. საერთო განცხადება საოკუპაციო ხაზთან ბოლო თვეებში მკვეთრად გაუარესებულ სიტუაციასა და ლუგარის ცენტრზე გახშირებულ მიზანმიმართულ თავდასხმებსაც ეხება.