ინტერაქტიული პორტალის პრეზენტაცია

ახალი ინტერაქტიული პორტალი – თბილისში ბავშვებისა და მოზარდების სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა.

პორტალი საქსტატის მიერ, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ბავშვებისა და მოზარდების შესახებ. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ერთ სივრცეში, ინტერაქტიული გრაფიკებისა და ვიზუალიზაციის ელემენტების მეშვეობით გაეცნონ ბავშვებისა და მოზარდების შესახებ სტატისტიკის მონაცემებს. პორტალი ათი მოდულისგან შედგება – მოსახლეობა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სოციალური უზრუნველყოფა, ცხოვრების დონე, დასაქმება და უმუშევრობა, ტურიზმი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.