ინტენსიური ნალექის გამო, საპატრულო პოლიცია სატვირთო მანქანებს თურქეთის მიმართულებით არ უშვებს
თითქმის 15 საათია, საპატრულო პოლიცია, სატვირთო მანქანებს თურქეთის მიმართულებით არ უშვებს. ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია.
ახალციხის შესასვლელთან 100-მდე ტრაილერია გაჩერებული. როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, უამინდობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია.