ინფლაციის მაჩვენებელი

გაზრდილი ფასები ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

საქსტატის მონაცემების და ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიუხედავად, ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება და მიზნობრივს თითქმის ოთხჯერ აღემატება. ყველაზე მეტად გაძვირებულია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები. იმპორტზე დამოკიდებულების გამო ექსპერტების პროგნოზი არცთუ ოპტიმისტურია, გასხვავებით ეროვნული ბანკისგან, რომელმაც წლის განმავლობაში ინფლაციის რეგულირების ბერკეტს რამდენჯერმე მიმართა და რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, თუმცა ფასების ზრდის შემაკავებელმა ღონისძიებებმა ჯერ შედეგი ვერ გამოიღო.