საქსტატის 104 წლის იუბილე

საქსტატმა 104 წლის იუბილე აღნიშნა – თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს შესრულებული სამუშაოები, მიღწევები და სამომავლო გეგმები.

წარმატებულ და ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ინფორმაციის მომწოდებელ საუკეთესო ბიზნესკომპანიებს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.