ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი 7.5 პროცენტით გაიზარდა – ეს წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.3 პროცენტია. გამოკვეთილია, რომ ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია და ვაჭრობა. კლების ტენდენცია გამოიკვეთა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებში.