თედო რეხვიაშვილის ნამუშევრების გამოფენა

ექსპოზიცია, რომელიც ტილოებზე გადატანილ უახლეს წარსულს გვაცნობს.

საბჭოთა სიმბოლოები, დევნილობის მძიმე წლები, რთული პერიოდი, ისტორიული მოვლენები, აგვისტოს ომი – საკუთარ მოგონებებს მხატვარი თედო რეხვიაშვილი საღებავებით და ფუნჯით აცოცხლებს.

ნამუშევრებს შორის სასტუმრო „ივერიაც“ მოხვდა, კონკრეტულად კი ის დრო, როდესაც იქ დევნილები ცხოვრობდნენ. წარმოდგენილი ექსპოზიცია დევნილი მხატვრის 22 ნამუშევარს აერთიანებს.

გამოფენა აბრეშუმის ფაბრიკაში 22 აპრილამდე გაგრძელდება.