თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი  

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება.

13-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის წლევანდელი პროგრამა მრავალფეროვანია. კონცერტებში ქართულთან ერთად სხადასხვა ქვეყნის გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საკონცერტო და ექსპერიმენტულ სივრცეებს დაიკავებენ.

ტრადიციად ქცეული ფესტივალის მთავარი მიზანი ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებაა. წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში 11 კონცერტია დაგეგმილი. დასწრება თავისუფალია.