ირანული მედია - ირანიდან ნასროლმა ყველა ჰიპერბგერითმა რაკეტამ სამიზნემდე მიაღწია
ირანული მედია - ირანიდან ნასროლმა ყველა ჰიპერბგერითმა რაკეტამ სამიზნემდე მიაღწია

ირანიდან ნასროლმა ყველა ჰიპერბგერითმა რაკეტამ სამიზნემდე მიაღწია, – ამის შესახებ ირანული მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, ირანული ჰიპერბგერითი რაკეტების სამიზნე ისრაელის სამხედრო ობიექტები იყო. ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაქერიმ განაცხადა, რომ ირანმა დაარტყა დიდ სადაზვერვო ბაზას და ისრაელის „ნევატიმის“ საავიაციო ბაზას, საიდანაც „ეფ-35“-ის ტიპის თვითმფრინავი აფრინდა დამასკოში ირანის დიპლომატიური შენობების დასაბომბად.

ირანი არის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ჰიპერბგერითი რაკეტების წარმოების ტექნოლოგია. ამ ტიპის რაკეტებს შეუძლიათ მაღალი სიჩქარით ფრენა და სამიზნეების დიდი სიზუსტით განადგურება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ისრაელის რეჟიმი ახალ ზომებს თუ მიიღებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, თეირანს აუცილებლად ექნება ძალიან ძლიერი პასუხი.