თეირანმა შეტყობინება გაუგზავნა ვაშინგტონს, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში თუ ჩაერევა, რეგიონში ამერიკულ ძალებს თავს დაესხმებიან
თეირანმა შეტყობინება გაუგზავნა ვაშინგტონს, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში თუ ჩაერევა, რეგიონში ამერიკულ ძალებს თავს დაესხმებიან

თეირანმა არაბული ქვეყნების მეშვეობით შეტყობინება გაუგზავნა ვაშინგტონს, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში თუ ჩაერევა, რეგიონში ამერიკულ ძალებს თავს დაესხმებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი” აშშ-ის მთავრობის სამ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარში ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან გზავნილები მიანიშნებდა, რომ ირანელები მიმართული არიან შეზღუდული პასუხისკენ, რომელიც არ გამოიწვევს რეგიონულ ესკალაციას.

როგორც „აქსიოსი” წერს, კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ აშშ უშუალოდ კავშირშია ირანთან შვეიცარიის კომუნიკაციის ოფიციალური არხით და ირანი არ აგზავნიდა საფრთხეებს ამ არხით.