პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში - შეფასებები მმართველ გუნდში

პრემიერის ანგარიშით მმართველი გუნდი კმაყოფილია.

„ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის დღევანდელი გამოსვლა 11-წლიანი პროგრესის კიდევ ერთი დასტურია. განსაკუთრებული აქცენტი ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მკვეთრ მატებაზე და საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურებულ პოზიციებზე კეთდება. მინისტრთა კაბინეტის და მმართველი პარტიის წევრები ხაზს უსვამენ, რომ სხვადასხვა სფეროში წინსვლა კონკრეტული რიცხვებითა და სტატისტიკით დასტურდება. ხელისუფლების სწორი პოლიტიკის და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად ფასდება ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება და წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.