მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა ირანიდან ნასროლმა ცხრა ბალისტიკურმა რაკეტამ გადალახა
მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა ირანიდან ნასროლმა ცხრა ბალისტიკურმა რაკეტამ გადალახა

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა ირანიდან ნასროლმა ცხრა ბალისტიკურმა რაკეტამ გადალახა.

აშშ-ის მთავრობის ანონიმურმა წევრმა ამერიკულ „ეიბისი ნიუსს“ განუცხადა, რომ ხუთი ბალისტიკური რაკეტა დაეცა ნევატიმის საჰაერო ბაზას, რის შემდეგაც „სი-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი დაზიანდა. კიდევ ოთხი ბალისტიკური რაკეტა აფეთქდა ნეგევის საჰაერო ბაზაზე, მაგრამ მნიშვნელოვანი დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ირანის უსაფრთხოების უმაღლესმა ორგანომ, ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ (SNSC) განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამიზნე ისრაელის საჰაერო, სადაზვერვო და სამხედრო ბაზები გახდა და ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმა არ მომხდარა. ირანი აცხადებს, რომ მისი სამხედრო ქმედება გაერო-ს წესდების 51-ე მუხლში გათვალისწინებული ლეგიტიმური თავდაცვის საფუძველზე განხორციელდა.