ინფლაციის მაჩვენებელი

ინფლაციის დონე შემცირდა. ერთი თვის მონაცემის მიხედვით – 0.1 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ – 0.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფასებმა იკლო ზეთზე, ბოსტნეულზე, რძის პროდუქტებსა და შაქარზე. ხოლო გაძვირდა ხილი, ხორცი და ხორცის პროდუქტები და ნატურალური წვენები. ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე მიზნობრივ სამპროცენტიან ინფლაციას პროგნოზირებს.