პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

პოლიტიკური მღელვარების მთავარი ეპიცენტრი დღეს პარლამენტი იყო.

პლენარულმა სხდომამ მწვავე ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა. ცხარე კამათი და დაპირისპირება მოჰყვა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მხრიდან სოციალურ პრობლემებზე გაკეთებულ განცხადებებს. იძულებითი ემიგრაცია, გაზრდილი ფასები, უმუშევრობა – ბოლოდროინდელი ტაქტიკა არ შეცვლილა. სწორედ ეს საკითხები იყო აქცენტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა გამოსვლებში. პასუხად მმართველმა გუნდმა ოპონენტები ციფრებით მანიპულირებაში დაადანაშაულა და ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ სოციალურ თემებზე ყურადღების გადატანა წინასაარჩევნო პიარ-სტრატეგიით ახსნა.

მწვავე დებატების თემა გახდა ქვეყნის საგარეო პოზიციონირებაც.