ტელეკომპანია „იბერიის“ მენეჯმენტი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. მაუწყებელი სატელეფონო ჩანაწერსაც ავრცელებს, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება.
ტელეკომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის განმარტებით, ეს სატელეფონო ჩანაწერი მხოლოდ ერთ-ერთია. ჩხეიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიაზე ხელისუფლების სხვადასხვა პირები ახორციელებენ ზეწოლას. მისივე განმარტებით, ყველა დოკუმენტი უკვე ლონდონშია გადაგზავნილი, მათ შორის ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სატელეფონო საუბარიც.
„მოამბემ“ სცადა ლევან ყიფიანთან დაკავშირება, თუმცა იგი ზარებს არ პასუხობს.