2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით შექმნილ ვითარებას დაეთმო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ომეგა ჯგუფისთვის“ დავალიანების დაფარვის გრაფიკი რამდენჯერმე შედგა, თუმცა, მათ თანხა არ გადაუხდიათ. მისი თქმით, 2018 წლის პირველ თვეებში, დავალიანება დაახლოებით 30 მილიონამდე იყო და საწარმოს შეფერხება მაშინაც არ მომხდარა.

უმცირესობის სხდომაზე ამ  საკითხით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები დაინტერესდნენ.  ირმა ნადირაშვილმა გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, რატომ ვერ ხერხდება კომპანიისთვის დავალიანების დაფარვის გრაფიკის შეთავაზება. მან ვალების შერჩევით ჩამოწერაზე მიანიშნა და ამის მაგალითად „ყაზტრანსგაზი“ დაასახელა. კაკურიძის თქმით კი, ყველა ბიზნესი მნიშვნელოვანია, მაგრამ „ყაზტრანსგაზი“ გაცილებით მნიშვნელოვანი ობიექტია, ვინაიდან თბილისის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.