პროკურატურამ ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა

მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს.

სპორტის ყოფილი მინისტრი სასამართლოს შემდეგ ამჯერად საგამოძიებო უწყებაში აცხადებს, რომ მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერები წინასწარ ინსცენირებული და შემდეგ დამონტაჟებულია. მთავრობის ყოფილი წევრის მონაყოლის მიხედვით, ზაზა ოქუაშვილი მას დამაჯერებლობას და არტისტიზმს უწუნებდა, რის გამოც დიალოგის ცალკეული ეპიზოდები რამდენჯერმე ჩაწერა. კახიანი ყვება, რომ ყოფილ პრემიერთან და ყოფილ ბიზნესომბუდსმენთან ოქუაშვილის შეხვედრებს ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ქართული თამბაქოს წარმოების განვითარება და იქ „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების გადავადებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

რაც შეეხება „თიბისი“ ბანკიდან თანხის ტრანზაქციას, ექს-მინისტრი ადასტურებს, რომ თანხის გამოტანის მომენტში ბანკში იყო, თუმცა ამბობს, რომ თანხის სწრაფად ტრანზაქციაში დახმარება ლონდონიდან თავად ოქუაშვილმა სთხოვა. ყიფიანის ინფორმაციით, ბანკიდან გატანილი მილიონები, სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ „ბეემვეს ცენტრში“ მიიტანეს.

11-გვერდიან ჩვენებას გიორგი კობერიძე გაეცნო.