ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ამის მიზეზი ტელეკომპანიის დახურვის რეალური საფრთხეა.
სოფო კილაძეს „იბერიას“ თანამშრომლებმა ტელევიზიის გარშემო არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ის საკითხს აუცილებლად შეისწავლის.