შეხვედრა ბოლნისში

პარლამენტის წევრები სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი, გერმანიის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთანერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ. სტუმრებმა ბოლნისში, ევანგელისტურ-ლუთერული ეკლესია დაათვალიერეს და ადგილობრივებს შეხვდნენ.

სამრევლო სახლში შეხვედრაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელჩთან ერთად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების შესახებ იმსჯელა და მრევლის უხუცესი წევრები გაიცნო, რომლებმაც შვაბური დიალექტი შემოინახეს.

მოგვიანებით, პარლამენტის დეპუტატებმა და გერმანიის ელჩმა ის ისტორიული შენობა-ნაგებობა მოინახულეს, რომელსაც რეაბილიტაცია ქართულ-გერმანული ფინანსური მხარდაჭერით უტარდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შენობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მულტიკულტურული ცენტრი გაიხსნება.