გიორგი კანდელაკის განცხადება

პარტია „ევროპულ საქართველოს“ აინტერესებს, რატომ მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი წელი ტრისტან წითელაშვილს.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, წითელაშვილი კორუფციისთვის იყო მსჯავრდებული, დაკავშირებულია რუსეთთან და რადიკალურად გამოდის ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ.

წითელაშვილმა პრემიერის მისალოცი ბარათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა.

კანდელაკის განცხადებას გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, დეპუტატი სოფო კილაძე.