ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროგრესთან დაკავშირებით, სხდომაზე, სოფო კილაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს. ამასთან, კილაძემ 2020 წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანია.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა „ევროპული საქართველოს“ წევრიც. გიორგი კანდელაკმა საქართველოში 2020 წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო და არის კრიტერიუმი, რომელსაც ევროპის საბჭო საქართველოსგან წლების განმავლობაში მოითხოვდა.