საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის განცხადება

ლუკა სირაძის გარდაცვალება იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ესაუბრა.

ხასან ხალილის განცხადებით, აუცილებელია გაირკვეს, თუ ვის მიერ იყო შეცდომა დაშვებული. სოფო კილაძე დღეს ლუკა სირაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიასაც შეხვდება, რათა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.