იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა. „ჰუსიტებმა“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს. „ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ საზღვაო ძალებმა განახორციელეს სამხედრო ოპერაცია რაკეტებით ადენის ყურეში ამერიკული ხომალდზე. როგორც ამერიკის სამხედრო-საზღვაო სარდლობაში განმარტავენ, ინციდენტის შედეგად ხომალდს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია, არც მის ბორტზე მყოფი პირები დაშავებულან და ხომალდი მარშრუტს განაგრძობს.