ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ რთულია – ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება წითელ ზღვაში, სადაც დღეს აშშ-მა „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამჯერად სამიზნე „ჰუსიტი“ მებრძოლების რაკეტების გამშვები დანადგარები იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იემენელი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს დაესხნენ თავს, ამ ფორმით ისინი მიმდინარე ომში ისრაელს უპირისპირდებიან. ექსპორტიორები შიშობენ, რომ არსებული ქაოსი მალე პროდუქტების ფასს გააძვირებს.