ავიაიერიშების მორიგი სერია იემენში

დარტყმების მორიგი სერია იემენში. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მორიგი თავდასხმა განახორციელეს. სამიზნე 13 კონკრეტული ობიექტი იყო. პენტაგონის ცნობით, დაბომბილია იარაღის საწყობები, სარაკეტო, გამშვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე რადარები. განადგურებულია სანაპიროზე მდებარე დრონების მართვის ცენტრიც. დარტყმები ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის მიერ იყო მხარდაჭერილი. ეს „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშების რიგით მესამე სერიაა. აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა იემენზე თავდასხმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში მდებარე მათ გემებს შეუტიეს.