გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მორიგი სანქციები აამოქმედა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მორიგი სანქციები აამოქმედა. საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. ფხენიანს სანქციები ბალისტიკური და სარაკეტო წვრთნების გამო დაუწესდა. რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობპროდუქტების ექსპორტის 90%-ის აკრძალვას ისახავს მიზნად.

რეზოლუციის კანონპროექტი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარადგინა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ 29 ნოემბერს ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გაერო-ს უშიშროების საბჭო ფხენიანის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს.

დატოვე კომენტარი