თავდასხმა იემენელი „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენ აპარატებზე

შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენ აპარატებზე თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „დრონები საფრთხეს წარმოადგენდა რეგიონში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემებსა და სავაჭრო გემებზე.“- აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. „ჰუსიტები“ კი აცხადებენ, რომ ამერიკის ბოლოდროინდელ თავდასხმებს უპასუხოდ არ დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმაჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში თავდასხმები 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს. მათი, განცხადებით ეს არის ისრაელი-ჰამასის ომის პასუხი და მხარდაჭერას უცხადებენ ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს.