შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენ აპარატებზე თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „დრონები საფრთხეს წარმოადგენდა რეგიონში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემებსა და სავაჭრო გემებზე.“- აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. „ჰუსიტები“ კი აცხადებენ, რომ ამერიკის ბოლოდროინდელ თავდასხმებს უპასუხოდ არ დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში თავდასხმები 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს. მათი, განცხადებით ეს არის ისრაელი-ჰამასის ომის პასუხი და მხარდაჭერას უცხადებენ ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს.