ევროკავშირი წითელ ზღვაში საზღვაო მისიას ქმნის

ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი წითელ ზღვაში საზღვაო მისიის შექმნას 19 თებერვალს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დაამტკიცებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბორელის განმარტებით, წითელ ზღვაში ევროკავშირის მისია თავდაცვითი ხასიათის იქნება და მისი მიზანია დაიცვას გემები იემენელი „ჰუსიტების“ მხრიდან თავდასხმებისგან. ევროპელი დიპლომატის თქმით, ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარების ესკალაცია თავიდან იყოს არიდებული.