უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და 40-მდე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო გურამიშვილის გამზირზე. სამშენებლო ობიექტის ახლოს მიწის მასა ჩამოიშალა. არსებობდა რამდენიმე მოქალაქის დაშავების საფრთხე, თუმცა ადგილობრივებმა ტერიტორიის დატოვება მოასწრეს.
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გახდა თუ არა მიწის ჩამოშლის მიზეზი ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები და რამდენად მდგრადია მშენებარე ობიექტიდან რამდენიმე მეტრში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დღეს ბინადრებისგან დროებით დაცალეს.
კითხვები ჩნდება გეოლოგების მიერ გაცემული იმ დასკვნის მიმართაც, რომლის საფუძველზე გურამიშვილის 41 ნომერში ერთი თვის წინ 10-სართულიანი კორპუსის აშენება დაიწყო.