აქცია ფეიქრების ქუჩაზე

ამხანაგობა „ფეიქარი 629“-ის დაზარალებულებმა აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილეების თქმით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე მშენებარე ბინებში 90-იან წლებში სხვა მოქალაქეები თვითნებურად შეიჭრნენ და ფართებს ამ დრომდე არ ტოვებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2018 წლის ნოემბერში პროკურატურამ ისინი დაზარალებულად სცნო, აღსრულებას კი ამ დრომდე ელოდებიან. დაზარალებულები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დროულ რეაგირებას სთხოვენ.