გურამიშვილის გამზირზე ახალი სკვერი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, 141-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები, სარწყავი სისტემა და გარე განათების ქსელი მოეწყო, ასევე, საბაღე სკამები და სანაგვე ურნები დამონტაჟდა.

ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ალექსანდრე ხუჯაძემ დაათვალიერეს.