გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა მშენებარე ობიექტზე მოხდა. მომხდარის  შედეგად არავინ დაშავებულა.

უსაფრთხოების მიზნით, მშენებლობის მიმდებარე კორპუსიდან 36 ოჯახს სხვა ადგილას გადაიყვანენ.