სარეაბილიტაციო სამუშაოები

გურამიშვილის გამზირს მალე განახლებული რეკრეაციული სივრცე ექნება. მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და ტრენაჟორები. ასევე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები და საფეხმავლო ბილიკები. გურამიშვილის გამზირზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობა ზაფხულში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს თბილისის მერი გაეცნო.