აფეთქება გურამიშვილის გამზირზე

ოთხი დაშავებული, ევაკუირებული მოსახლეობა და ჩამონგრეული სახლი – ასეთია გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგი. მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, კვლავ გაზის გაჟონვაა, რაც, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 60 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება.

„მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას პირდაპირ ეთერში – როგორია დაშავებულების მდგომარეობა, სად იმყოფებიან ევაკუირებული ოჯახები და მუშაობენ თუ არა ექსპერტები შემთხვევის ადგილზე.