ქვეყანაში გლოვის დღეა.
ოთხი გარდაცვლილი და რვა დაშავებული,- ასეთია დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგი.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მე-4 დაშავებული მცირეწლოვნის გადარჩენა კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება ავთანდილის ქუჩას, აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მე-6 სართულზე მოხდა, სადაც დანგრეულია თითქმის ყველა კედელი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები.
აფეთქების შედეგად დაზიანებულია მოპირდაპირე კორპუსიც.