გლოვის დღე საქართველოში

7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი უსამძიმრებს. „მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომლესაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

დატოვე კომენტარი