დღეს გივი მარგველაშვილს, ქართველ-გერმანელ მწერალს, დრამატურგს, ფილოსოფოსსა და ენათმეცნიერს 90 წელი შეუსრულდა.
გივი მარგველაშვილი ბერლინში 1927 წელს ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მწერალი ანტიფაშისტური განწყობის გამო იძულებით საცხოვრებლად საქართველოში გაუშვეს.
მარგველაშვილმა საქართველოში შექმნა თავისი მონუმენტური ლიტერატურული პროდუქციის დიდი ნაწილი გერმანულ ენაზე. 1990 წელს მწერალი გერმანიაში დაბრუნდა, სადაც მისი რომანები გამოსცეს. მარგველაშვილის, როგორც ემიგრანტის გამოცდილება განსაკუთრებით მის ვრცელტანიან ნაწარმოებებში აისახა. მას დაწერილი აქვს ოცზე მეტი რომანი, ხუთი პიესა, უამრავი ლექსი, მოთხრობა და მინიატურა. მისი ფილოსოფიური და მეტალინგვისტური ნაშრომები გამოცემულია თბილისში ხუთ ტომად.