ფილოსოფიურ კვლევათა გერმანულ-ქართული ინსტიტუტის დაფუძნება

საქართველოში ლიტერატურულ-ფილოსოფიურ კვლევათა გერმანულ-ქართული ინსტიტუტი დაფუძნდა. საზეიმო ღონისძიება კავკასიურ სახლში გაიმართა. ინსტიტუტის მიზანი გივი მარგველაშვილის მონუმენტური შემოქმედების კვლევა, თარგმნა და პოპულარიზაციაა.

გერმანულენოვანი ავტორის შემოქმედებაზე მუშაობის პარალელურად, ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი მეოცე საუკუნის ქართულ და გერმანულ ფილოსოფიური სკოლების ლიტერატურულ მიმდინარეობებსაც შეისწავლის.