რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

გამომშვიდობება ცნობილ მწერალთან, დრამატურგთან, რეჟისორთან და მხატვართან.

რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მარიონეტების თეატრის დამაარსებელს და არაერთი ცნობილი ფილმისა თუ სპექტაკლის სცენარის ავტორს, რომლის უნიკალური და მრავალმხრივი შემოქმედება მსოფლიო დონეზეა აღიარებული, კოლეგები და მეგობრები იხსენებენ.

რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაღებულია ფილმები „არ იდარდო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ფეოლა“, „ქვევრი“, „შერეკილები“, „მიმინო“ და „ქინ-ძა-ძა“. მისი ბოლო ნამუშევარია ანიმაციური ფილმი „ჰარი ჰარალე დედაო“, რომლის ტელე-პრემიერა 2020 წელს საქართველოს პირველ არხზე შედგა.

რეზო გაბრიაძე, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.