რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

მწერალი, მხატვარი, დრამატურგი, სცენარისტი, რეჟისორი, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია ცნობილი და პოპულარული ფილმები „არ დაიდარდო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ფეოლა“, „ქვევრი“, „შერეკილები“, „მიმინო“.

1981 წელს მან თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი, სადაც საკუთარი სცენარების მიხედვით დადგა სპექტაკლები: „ალფრედი და ვიოლეტა“ , „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადის ბრძოლა“.

მარიონეტების თეატრის გვერდით 2010 წელს რეზო გაბრიაძემ უნიკალური საათიანი კოშკი ააშენა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. მისი ბოლო ნამუშევარი იყო ანიმაციური ფილმი „ჰარი ჰარალე დედაო“, რომლის ტელეპრემიერა საქართველოს პირველ არხზე 2020 წელს შედგა.