გერმანელი ფოტოგრაფის გამოფენა

1918-21 წლების საქართველო უნიკალური ფოტო მასალებით გაცოცხლდება.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გერმანელი ფოტო ხელოვანის და ენათმეცნიერის უნიკალური ნამუშევრები გამოიფინება. წლების განმავლობაში ადოლფ დარი იკვლევდა კავკასიურ ენებს და კულტურებს, მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ეთნიკურ მრავალფეროვნებას ფირზე აღბეჭდავდა. ამიტომ ექსპოზიციის ნაწილს სწორედ ეთნოგრაფიული ხასიათის ფოტოები შეადგენს.

გერმანელი ფოტოხელოვანის ნამუშევრები გასულ საუკუნეში კავკასიელი ხალხის ცხოვრებას, მათ წეს-ჩვეულებებს და ძველ არქიტექტურას ასახავს.

უნიკალური ფოტო არქივის ნახვას დამთვალიერებელი გოეთეს ინსტიტუტში ერთი თვის განმავლობაში შეძლებს.

დატოვე კომენტარი