ნინო ხარატიშვილის რომანი ბერლინალეზე 10 საუკეთესო წიგნში მოხვდა – ავტორის ჩართვა ბერლინიდან
გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი ევროპამ კიდევ ერთხელ აღიარა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ევროპულ კინოფესტივალზე – ბერლინალეზე, ხარატიშვილის ახალი რომანი „უკმარი სინათლე“ იმ ათ საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ. უფრო მეტს ამ აღიარების შესახებ და დრამატურგის პირველ ემოციებს, „ახალი დღის“ მაყურებელი გერმანიიდან ჩართვაში მოისმენს.