გიორგი სანაიას საქმეზე მისი ძმა, ვახო სანაია პროკურატურაშია დაბარებული
ჟურნალისტ გიორგი სანაიას საქმეზე მისი ძმა, ვახო სანაია პროკურატურაშია დაბარებული. საქმეზე დაწყებული გამოძიება ერთ-ერთი მსჯავრდებულის კოტე ციხისთავის სატელევიზიო ინტერვიუსაც შეეხება.
ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ციხისთავმა, რომელიც 2001 წელს, ე.წ. პანკისური დაჯგუფების წევრი იყო, გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც სანაიას მკვლელობის საქმეს უკავშირდება და ასევე დაასახელა მკვლელობის შემკვეთები.
გიორგი სანაიას ოჯახმა, აღნიშნული სატელევიზიო ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, პროკურატურისგან მოითხოვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.