ხელოვნების სასახლეში რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი, რომლის ავტორი მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილია, სასახლეში არსებულ „უკვდავთა ბაღში“ განთავსდა. ღონისძიებას რეჟისორის ოჯახის წევრები, მოსწავლეები, კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს რეჟისორის შემოქმედება. თბილისის საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენის კავალერ, ასზე მეტი სპექტაკლისა და ათეულობით ფილმების ავტორს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა.
გიგა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.