ხელოვნების სასახლის საგანძური

საუკუნოვანი უნიკალური ექსპონატები ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში.

ვერცხლის ჭურჭელი, ტექსტილი, ხალიჩები – დამთვალიერებელი პირველად ნახავს იმ ისტორიულ ნივთებს და მასალებს, რომლებიც ძველი ტრადიციული ქართული ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს.

მათ შორის წარმოდგენილია 19 საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი და ქართული მხატვრობის იშვიათი ნიმუშები. ექსპოზიცია სახელწოდებით ხელოვნების სასახლის საგანძური, ამავე სასახლის საგამოფენო სივრცეში სამი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.