გიგა ლორთქიფანიძე 95

თბილისში ცნობილი ქართველი რეჟისორის უკვე მეორე ბიუსტი დაიდგა.

გიგა ლორთქიფანიძის იუბილე ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ გამართული ცერემონიით აღნიშნეს. მას 95 წელი შეუსრულდებოდა. ბიუსტის ავტორი თენგიზ ღვინიაშვილი, რომელმაც ნამუშევარი წლების წინ შექმნა და ოჯახს აჩუქა.

გიგა ლორთქიფანიძის სახელს უკავშირდება რუსთავის თეატრის დაარსება, ასევე დიდი წვლილი შეიტანა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დასის ჩამოყალიბებაშიც. პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, ქვეყანას არაერთი დამსახურებული მსახიობი და რეჟისორი აღუზარდა.

გიგი ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.