ეროვნული გმირის ბიუსტის გახსნა

ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა. ცერემონიალს გენო ადამიას ოჯახის წევრები, ვეტერანი მეომრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საქართველოსთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ბიუსტის ავტორი მოქანდაკე ბადრი სხულუხია, ინიციატორი კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაა.

საქართველოს ეროვნული გმირი, გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს დაიღუპა, მან საკუთარი სიცოცხლის ფასად არაერთი ადამიანი გადაარჩინა. სიკვდილის შემდეგ მას, ვახტანგ გორგასლის პირველი და მესამე ხარისხის ორდენები და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.