საერთაშორისო თეატრალური სტუდენტური ფესტივალი

15:34, 28.03.2024

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თეატრალური ეტიუდების მე-14 საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „არლეკინი” გაიხსნა. ფესტივალზე მოწვეული სტუმრებისთვის ხელოვნების სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც ფესტივალში მონაწილე ქვეყნების თეატრალური სკოლების რექტორებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი კი თეატრალური ხელოვნების განვითარება და ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის გააქტიურება.

მსგავსი